ჩემ მიერ შექმნილი რესურსის რეფლექსია
თემა : კოლუმბამდელი ამერიკის ცივილიზაციები
რატომ შეიქმნა ეს რესურსი
შესავალი
ამ თემისადმი ბავშვობიდან განსაკუთრებული ინტერესი გამაჩნდა. საბავშვო თუ მხატვრული ლიტერატურის გაცნობამ იგი უსაზღვროდ შემაყვარა. ამ საოცარი სამყაროსადმი სიყვარული, ინტერესი დროთა განმავლობაში უფრო გამიძლიერდა ჯერჯერობით აუხდენელ ოცნებად მრჩება კოლუმბამდელი ამერიკის ისტორიული ძეგლების მონახულება ..
მინდოდა ჩემი მოსწავლეებისთვისაც გამეღვივებინა ინტერესი ამ სამყაროსადმი, ისე მიმეწოდებინა ეს საკითხი , რომ მეტის გაგების სურვილი გაჩენოდათ,
გაცნობოდნენ სრულიად განსხვავებულ ცივილიზაციებს, საკუთარი დამოკიდებულებები ჩამოეყალიბებინათ ისეთი საკითხებისადმი , როგორიცაა მაგალითად მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, კულტურათა შორის დიალოგის პრობლემები და სხვა
დამხმარე რესურსის იდეა გამიჩნდა მაშინ, როდესაც მეშვიდე კლასის მოსწავლეებისთვის თემატური გეგმა შევადგინე და აღმოვაჩინე რომ სახელმძღვანელოში მეტისმეტად მწირი ინფორმაციაა. არც თვალსაჩინოებით,არც დავალებებით არ დავრჩი კმაყოფილი. მართალია ,საშინაო დავალება მოსწავლისგან ითხოვდა მეტი ინფორმაციის მოძიებას, მაგრამ მიმაჩნია , რომ ამ ასაკის მოსწავლეს უფრო კონკრეტული დავალებები უნდა მივცეთ. ინტერნეტში არსებული ინფორმაცია ქართულ ენაზე ნამდვილად არ არის ბავშვებისთვის გათვალისწინებული. საბავშვო ენციკლოპედიები და სხვა ხარისხიანი ლიტერატურა კი მეტად ძვირია.
გადავწყვიტე დავალებები ყოფილიყო სახალისო, საინტერესო და ყველა სირთულის.მაგალითად არის ინტერაქტიური ტექსტი ელექტრონულ ფორმატში, კომპიუტერული თამაშები, სადაც მოსწავლეს აქვს არჩევანი ეთამაშოს კომპიუტერს ან მეგობრებს. (ეს სავარჯიშო მაგ.დოღი ჩემ მოსწავლეებს განსაკუთრებულად მოსწონთ და სიამოვნებით თამაშობენ) ერთობლივად მოვამზადეთ ფოტოკოლაჟები. მაგალითად ტურმეგზური ხატია ინკების ქვეყნის შესახებ მოგვითხრობს , მარიამი კი აცტეკების ქვეყნის შესახებ და ა.შ. შექმნეს საკუთარი მარშრუტები, რომელშიც შეიტანეს უმნიშვნელოვანესი ძეგლები.. მოვამზდეთ ვიდეოტესტი პროგრამაში Photostory და პრეზენტაცია..ვირტუალური ტური კოლუმბამდელ ამერიკაში'' იხილე ეს მასალები ამ ბლოგის გვერდებზე.
ფოტოკლაჟები, კლიპი ,,ვირტუალური ტური'' , ვიდეოტესტი , მასწავლებლის მიერ მომზადებული პრეზენტაცია სრული სახით მოვათავსე ჩემთვის უსაყვარლეს პროგრამაში GLOGSTER EDU გლოგის სახით. (იხილე გვერდზე : ინტერაქტიური პოსტერი) გლოგმა მოსწავლეების და დამტვალიერებლის დიდი ინტერესი გამოიწვია. ეს პოსტერი 2014 წელს შეიქმნა უშუალოდ გაკვეთილის მომზადების დროს , უდიდესი სიხარული მომანიჭა 2015 წლის 28 აგვისტოს გლოგსტერის კომისიის გადაწყვეტილებამ ნომინაციაზე წარდგენილი გლოგის მოწონების შესახებ. კომისიის გადაწყვეტილებით ეს
ელექტრონული რესურსი მოთავსებულ იქნა გლოგსტერის საერთაშორისო ელექტრონულ ბიბლიოთეკაში-გლოგპედია.
შევქმენი დამხმარე რესურსები საკლასო სამუშაოსათვის, მაგალითად კომპიუტრეულ კაბინეტებში პედაგოგებისთვის და მოსწავლეებისთვის ჩემი ბლოგის ამ გვერდის გაცნობა ძალიან საინტერესო და კომფორტული იქნება.მაგრამ თუ მასწავლებელს არ შეუძლია გაკვეთილის ტექნიკურად აღჭურვილ ოთახში ჩატარება, იგივე გვერდი შეუძლია სახალისო საშინაო დავალებების შესასრულებლად მუთითოს. მაგალითად დავალება,, 5 დღე მექსიკაში'' იტვალისწინებს ტურისტული მარშრუტით კოლუმბამდელი ამერიკის პერიოდის იმ ძეგლების დათვალიერებას რომლებიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. 4 დღე დაგეგმილია და მოცემულ შეკითხვებზე უნდა უპასუხონ, ხოლო მეხუთე დღე საკუთარი შეხედულებისამებრ უნდა დაგეგმონ. მოცემულია ინსტრუქცია. ეს დავალება მოსწავლეს ნამდვილად უნვითარებს ჩვენი საუკუნისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს.
ძალიან საინტერესოა დავალება სიმულაცია- საველე გაკვეთილი არქეოლოგიურ ძეგლზე. საკვლევი ობიექტი არის ტიკალი. დავალება სახალისოა, საინტერესოა ,მოსწავლეებს საკუთარი გონებრივი შესაძლებლობების , შემოქმედებითობის,კვლევის უნარების განვითარების და რეალიზაციის საშუალება ეძლევათ. დავალებას თან ერთვის ცხრილი, რომელშიც შეტანილია მაგალითად მოსწავლის შესასრულებელი დავალებები . უფრო მარტივი, მაგრამ აუცილებელი და საჭირო დავალებაა სურათიდან ინფორმაციის ამოკრება და დახარისხება. მაგალითად დავალება,,ისტორიული პიროვნება და მისი ეპოქა'' გვერდის ბოლოში მოცემულია ცხრილები როგორც მთელი კლასისათვის, ასევე ცალკეული ჯგუფებისათვის. ვისაც სურვილია აქვს შეუძლია ჩამოტვირთოს ეს დავალება და შეასრულოს. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ქვემოთ მოთავსებულ EXCEL-ის ცხრილში შეასრულონ იგივე დავალება და წაიკითხონ სხვის მიერ შევსებული პასუხები.
ბლოგზე შევქმენი სახალისო საშინაო დავალებების გვერდი . აქ განთავსებულია საინტერესო დავალებები. მაგ. მოცემულია ტექსტი ინგლისურ ენაზე და მოსწავლეს ევალება მისი გადათარგმნა ქართულად. უცხო ენებზე ინფორმაციის მოძიება, თარგმანის შესრულება, კითხვებზე პასუხის გაცემა მოსწავლეებს კონკრეტული საკითხების შესახებ აწვდის დამატებით ინფორმაციას და აძლიერებს უცხო ენებისადმი ინტერესს, პრაქტიკულად ამ ენების გამოყენების შესაძლებლობებს ზრდის და საჭირო უნარ-ჩვევებს უნვითარებს . ძალიან საინტერესოა დავალება- წერილი მეგობარს. მოსწავლემ რომელიმე ქვეყანა (სადაც კოლუმბამდელი ამერიკის დიდი ცივილიზაციების წარმომადგენლები ცხოვრებენ), ამ შემთხვევაში პერუ უნდა წარმოადგინოს პერუში მცხოვრები მოსწავლის სახით. მთელი კლასისთვის, ასევე ცალკეული მოსწავლისთვის ასევე ძალიან საინტერესო უნდა გახდეს ალბათ ელექტრონული გაზეთის შექმნა. ამავე გვერდზე მოცემულია ინსტრუქცია. დაინტერესებული მოსწავლეები ქმნიან სტატიებს კონკრეტული საკითხის შესახებ. სტატიები ერთიანდება თემატურ გაზეთში მაგალითად მოცემულია ელექტრონული გაზეთი/ჟურნალი - ,, უშმალი''.
ჩემი და ჩემი მოსწავლეების უსაყვარლესი აქტივობაა მოგზაურობა ელექტრონული რუკის მეშვეობით. მაგალითად ამ გვერდზე მოცემულია პირადად ჩემი შედგენილი მარშრუტი ( პროგრამა GOOGLE EARTH-ის საშუალებით) მოგზაურობა პალენკეში და ამონარიდი დღიურიდან. რუკაზე მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარებაზე მუშაობა აუცილებელია .არც ეზარებათ, სიამოვნებით ,,დახეტილობენ''.
ძალიან მომწონს რუკების დახატვა და რესურსის სახით გამოყენება.
ბლოგის გვერდზე -კითხვარები მოცემულია საინტერესო შეკითხვები. კითხვარები ელექტრონუ ფორმატშია და ყველა დიანტერესებულ პირს შეუძლია მისი შევსება.
No comments:
Post a Comment